28.09.2021
- Advertisement -spot_img

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაზე: 24-საათიან რეჟიმში მქონდა სატელეფონო საუბრები ორი ქვეყნის ლიდერებთან

ჩვენ ძალიან აქტიური როლი შევასრულეთ, პირადად ვიყავი ჩართული, 24-საათიანრეჟიმში მქონდა სატელეფონო საუბრები ორი ქვეყნის ლიდერებთან, მანამდეც მქონდა შეხვედრები, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, მჭიდრო კოორდინაციაში ვიყავით, რაც დასრულდა კონკრეტული შედეგით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების შეფასებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ნიკოლ ფაშინიანს მადლობა გადაუხადა.

„ეს პროცესი დავიწყეთ, დაახლოებით, ერთი თვის წინ, როცა მე მქონდა საუბარი ორივე ქვეყნის ლიდერებთან- პრეზიდენტ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან. პროცესი დავიწყეთ ერთი თვის წინ და გუშინ დავასრულეთ კონკრეტული შედეგით, რაც მართლაც უპრეცედენტოა. საქართველომ ფასილიტაციის თუ ხელშეწყობის როლი იკისრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, მათი ჩართულობით, შესაძლებელი გახდა 15 სომეხი სამხედროს გათავისუფლება, რომლებიც ომის დროს იქნენ დაკავებულნი. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა ძალიან მნიშვნელოვანი მასალა და დოკუმენტაცია, რომელიც შეეხება დანაღმულ ტერიტორიას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო აზერბაიჯანისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადავუხადო ორივე ქვეყნის ლიდერს, პრეზიდენტ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს“, – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო კვლავ მზადაა, მხარეებს შორის მედიაცია გააგრძელოს.

„სრული მზადყოფნა დავუფიქსირე ორივე ქვეყნის ლიდერს და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და დასრულდება რეგიონში საერთო მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევით. ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის მიღწევა, რაც იქნება საფუძველი ძალიან მნიშვნელოვანი გრძელვადიანი პროექტების განსახორციელებლად”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამავლობით, სომხეთმა, თავის მხრივ, აზერბაიჯანს გადასცა ერთ-ერთი ტერიტორიის ანტისანაღმო რუკები, რომელსაც ის კონფლიქტამდე აკონტროლებდა და შემდეგ, ბაქოს კონტროლქვეშ აღმოჩნდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ჯერ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში სულიერად, მენტალურად მათთან, ვისთანაც არაფერი გვქონია და არც გვექნება გასაყოფი

"ამ დღეს სოხუმი დაეცა.არა მხოლოდ ქალაქი სოხუმი, მთელი საქართველო დაეცა ამ დღეს.მახსოვს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში როგორ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img