16.10.2024
- Advertisement -spot_img

ირაკლი ღარიბაშვილი – წამლების გაიაფების პროცესი დავიწყეთ – უმეტეს შემთხვევაში 60-დან 80%-მდე არის შემცირებული ფასები

წამლების გაიაფების პროცესი დავიწყეთ. წამლები საქართველოში უკვე შემოსულია და ხელმისაწვდომია აფთიაქებში – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80%-მდე არის შემცირებული და ყველა წამალი, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა მაღალი ხარისხის არის.

„წამლების გაიაფების პროცესი დავიწყეთ. ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი იმ დათქმით, რომ მხოლოდ მაღალი სტანდარტის წამლები შემოვიდოდა. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ წამლები საქართველოში უკვე შემოსულია და ხელმისაწვდომია, აფთიაქებში უკვე იყიდება რამდენიმე დასახელების წამალი, ყველაზე მოთხოვნადი წამლები.

მინდა რამდენიმდე მაგალითი მოვუყვანო მოქალაქეებს. დღეს უკვე ყველაზე მოთხოვნადი წამლები რაც არის, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალო მედიკამენტის ფასი თუ იყო 220 ლარი, დღეს მისი ღირებულებაა 48 ლარი. უმეტეს შემთხვევაში 60-დან 80%-მდე არის შემცირებული ფასები წამლებზე. როგორც მინიმუმ ფასები განახევრდა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან გვიხარია.

ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ მთავარი მოთხოვნა იქნებოდა ხარისხი. ეს ხარისხი მიღწეულია. ყველა წამალი, რომელიც შემოვიდა GMP სტანდარტის არის.” – განაცხადა ღარიბაშილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img