09.12.2021
- Advertisement -spot_img

ირაკლი ღარიბაშვილი – ვლადიმერ პოზნერის და მისი თანმხლები პირების მიერ რეგულაციების დარღვევა მიუღებელია, რაზეც შესაბამის უწყებებს მყისიერი რეაგირება ჰქონდათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია. მისივე თქმით, პოზნერი და მისი თანმხლები პირები ქვეყანაში კანონის სრული დაცვით შემოვიდნენ.

პრემიერის თქმით, ვლადიმერ პოზნერის და მისი თანმხლები პირების მიერ რეგულაციების დარღვევა მიუღებელია, რაზეც შესაბამის უწყებებს მყისიერი რეაგირება ჰქონდათ.

„ვლადიმერ პოზნერს, რომელიც არის აგრეთვე აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ. ის ხშრად სტუმრობს საქართველოს აშშ-ის პასპორტით. ეს იყო მორიგი კერძო ხასიათის ვიზიტი. ამასთან, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მას და მის თანმხლებ პირებს ჰქონდათ ეგრეთ წოდებული კოვიდპასპორტი და ასევე უარყოფითი პასუხი „პისიარ“ ტესტზე. ისინი ქვეყანაში შემოვიდნენ კანონის შესაბამისად.

რაც შეეხება სტუმრების შეკრებას თბილისის ეთ-ერთ დაწესებულებაში რეგულაციების გაუთვალისწინებლად, ეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ყველასთვის მიუღებელია და შესაბამის უწყებებს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება. კერძოდ, დაჯარიმდა როგორც დაწესებულება, ასევე ყოველი ინდივიდი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება, 24 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img