საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპერატორის გარდაცვალებით პოლიტიკური ოპოზიცია და ჟურნალისტები სპეკულირებენ.
“იმას, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვიყურებთ, რაღაც ერთგვარი აჟიოტაჟი, რაც ატყდა, მიუღებელია. ხალხი კარგად ხედავს, ვინც დგას სიმართლის მხარეს. სამწუხაროდ, გისამძიმრებთ კოლეგის გარდაცვალებას, მაგრამ ძალიან დიდი ამორალური საქციელია თქვენი კოლეგის სიკვდილით სპეკულირება. სპეკულირებს სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი. ყველა, ვინც მის გარშემოა გაერთიანებული, რა თქმა უნდა, მის პოლიტიკას ატარებს.
ჩვენ მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თქვენ[ჟურნალისტებს] გქონდეთ თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.