15.10.2024
- Advertisement -spot_img

ირაკლი კობახიძე – ამერიკის საელჩოს განცხადება „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით ჩვენთვის შოკისმომგვრელია

ამერიკის საელჩოს განცხადება „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით ჩვენთვის შოკისმომგვრელია. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით განხორციელდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება, რაც იყო უმძიმესი ფაქტი, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამუშაო ჯგუფებში „სამართლიანი არჩევნების“ დაშვებასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ნათლად ჩანს ორგანიზაციის გამოხატული პოლიტიკური მიზანი რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობისა, ამიტომ მათი სამუშაო პროცესში ჩართვა გამორიცხულია.

„ჩვენ გვახსოვს რა როლი შეასრულა PVT-ს გაყალბებამ იმ პროცესებში, რომელიც წარიმართა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. რადიკალური ოპოზიციისთვის ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი საბაბი იმისათვის, რომ განეხორციელებინათ პარლამენტის საბოტაჟი. „სამართლიანი არჩევნები“ მაშინ პირდაპირი ფორმით იყო ჩართული იმ პროცესებში, რომელიც იმართებოდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ამის შემდეგ, ვხედავთ პარლამენტის წინ აღმართულ სცენაზე, საიდანაც მათი მხრიდან ისმის პოლიტიკური მოთხოვნა მთავრობის გადადგომასთან და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, ანუ აქაც ISFED-ი მოგვევლინა რევოლუციური პროცესის უშუალო თანამონაწილედ.

როდესაც ამ სრული ლუსტრაციის შემდეგ საელჩო “სამართლიან არჩევნებს” უწოდებს ერთ-ერთ ყველაზე სანდო ორგანიზაციას და მის მიმართ გამოთქვამს სურვილს, რომ სამუშაო პროცესში იყოს ჩართული, ეს ჩვენთვის გასაკვირია.

ჩვენი გუნდის წევრებმა უკვე შესთავაზეს ISFED-ს გამიჯვნოდა მისივე მოთხოვნას მთავრობის გადადგომასთან და ტექნიკური მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. მათ ეს რამდენიმე დღის მანძილზე არ გააკეთეს, საიდანაც ნათლად ჩანს მათი გამოხატული პოლიტიკური მიზანი რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობისა, ამის შემდეგ გამორიცხულია “სამართლიანი არჩევნები” ჩაერთოს რომელიმე სამუშაო პროცესში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img