19.04.2024
- Advertisement -spot_img

ირაკლი კობახიძე – არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცეს და პრაქტიკულად, იქით ვეხვეწებით პარლამენტში შემოსვლას ოპოზიციას

„ოპოზიციამ არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცა და პრაქტიკულად, იქით ვეხვეწებით პარლამენტში შემოსვლას. შეთანხმებაში ერთადერთი ვალდებულება, რომელსაც ოპოზიცია იღებს, არის მათი პარლამენტში შემოსვლა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„იმ მონახაზში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არის არაერთი პუნქტი. ამ შეთანხმებაში ერთადერთი ვალდებულება, რომელსაც იღებს ოპოზიცია არის მათი შემოსვლა პარლამენტში. არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცეს და პრაქტიკულად, იქით ვეხვეწებით პარლამენტში შემოსვლას. თან, როგორ პარტიებს, პარტიებს, რომლებიც საკუთარი დანაშაულებრივი წარსულით გამოირჩევიან. „ნაცმოძრაობა“ თვითონ იყო რეჟიმის სათავეში, „ევროპული საქართველო“ მისი განშტოებაა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის მისი განშტოება, „გირჩი“ არის მისი განშტოება და ა.შ. ეს ყველა არის ერთი პარტიის განშტოება, რომელსაც აქვს დანაშაულებრივი წარსული და აქედანაც გამომდინარეობს მათი პოზიციები. სწორედ ამიტომ ამტკიცებენ სიყალბეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img