25.10.2021
- Advertisement -spot_img

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომლებზეც შეგიძლია თავი დადო და ასეთი არის კახი კალაძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთი ფაქტიც არ ახსენდება, რომ კახა კალაძესთან რომელიმე საკითხზე სხვადასხვა პოზიცია ჰქონოდა.

“არიან ადამიანები, რომლებზეც შეგიძლია თავი დადო და ასეთი არის კახი კალაძე. პირადად მასთან მაქვს ურთიერთობა, ჩვენ პრაქტიკულად ტანდემში ვმუშაობდით ორი კაცი. 2014 წლის ბოლოს, როცა გავხდი აღმასრულებელი მდივანი, 2 წელი ერთად ვმუშაობდით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, შემდეგ გაგრძელდა ეს ერთობლივი სამუშაო პროცესი.

მუდმივად ამ რეჟიმში ვმუშაობთ და ერთი ფაქტიც არ მახსენდება იმის, რომ ჩვენ სხვადასხვა პოზიცია გვქონოდეს გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, ერთი მარტივი მიზეზის გამო – კახი კალაძე ყოველთვის საქმიდან და ობიექტური ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყნის და გუნდის ობიექტური ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს და დგამს ნაბიჯებს. ეს არის ისეთი გამოცდილება, 7-წლიანი გამოცდილება, რომელიც სრული სიმყარის გარანტიას იძლევა როდესაც ადამიანს აფასებ”, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4650 პირი. გუშინ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img