28.11.2021
- Advertisement -spot_img

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილი იყო ნამდვილი მოჭადრაკე პოლიტიკაში. როდესაც ერთ სვლას აკეთებდა, 7-8 სვლა, მინიმუმ, ჰქონდა გათვლილი

ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ნამდვილი მოჭადრაკე იყო და მისი პოლიტიკან წასვლა გუნდისთვის სერიოზული გამოწვევა იყო.

“რამდენჯერმე ვთქვი და ეხლაც ვიტყვი, რომ ის იყო ნამდვილი მოჭადრაკე პოლიტიკაში. როდესაც ერთ სვლას აკეთებდა, 7-8 სვლა, მინიმუმ, ჰქონდა გათვლილი, რაც საკმაოდ რთული რამ არის. როდესაც ასეთი ადამიანი ტოვებს პარტიას, ბუნებრივია, ეს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს გუნდს”, — თქვა კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “ნოესთან”.

მისივე თქმით, ამას დაემატა ის, რომ ყრილობიდან, დაახლოებით, ერთი თვე იყო გასული, როდესაც მათ მოუწიათ ისეთ რთულ პროცესებთან შეჭიდება, რაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიას დაკავებასთან იყო დაკავშირებული.

“ეს იყო ძალიან რთული მომენტები, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ამ პირველი სირთულეების წარმატებით დაძლევა, რაც ისევ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, იმიტომ რომ მან სწორად დალაგებული გუნდი დატოვა. ისეთი გუნდი, სადაც, საბოლოო ჯამში, ინტერესების სწორი გატარება უზრუნველყოფილია და ჩვენ მოვახერხეთ მაშინ ერთად დადგომა, იმის მიუხედავად, რომ იყო სერიოზული სირთულეები”, — აღნიშნა ქართული ოცნების თავმჯდომარემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სააკაშვილის საქმის მოსამართლე – თუ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს, ჩვენთან პატიმრობა კი არა, არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ აქვს და გარეთ იქნება

პატიმრობა რომ არ გაგვეუქმებინა, მიუხედავად შეწყალებისა, სააკაშვილი საპატიმროში დარჩებოდა. ახლა, თუ სალომე ზურაბიშვილი იმ დასკვნამდე მივა, რომ შეიწყალებს, ჩვენთან პატიმრობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img