09.10.2024
- Advertisement -spot_img

ირაკლი კობახიძე ჩანაწერებზე – ავთენტური რომც იყოს, საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გავრცელებული აუდიოჩანაწერები, რომელშიც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის საუბარი ისმის, ავთენტური რომც იყოს, “საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე”.

მისი თქმით, საქართველო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს ინარჩუნებს.

“პირველ რიგში, ავთენტურია თუ არა, ეს არავინ იცის, მეორე – რომც იყოს ავთენტური, აქ არაფერზეა საუბარი. რომც დავუშვათ, რომ ეს ავთენტურია, საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე. თქვენ იცით, რომ საქართველოს აქვს ოფიციალურად დაფიქსირებული პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ხდება პროდუქტის ექსპორტირება, იმპორტირება, ეს არის ჩვენი გაცხადებული პოზიცია და ამაში არც კანონსაწინააღმდეგოა არაფერია და არც რაიმე სხვა პრინციპებთან მოვდივართ წინააღმდეგობაში”, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს “გარკვეულ სერიოზულ ფარგლებში” უკრაინაც ინარჩუნებს.

“აქედან გამომდინარე, ის, რომ საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ამაში არ არის არაფერი არც კანონსაწინააღმდეგო და არც ამორალური, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა უკრაინაც ინარჩუნებს ასეთი ტიპის ურთიერთობებს რუსეთთან”, – განაცხადა მან.

კობახიძემ მოგვიანებით დაამატა: “როდესაც ორი ბიზნესმენი საუბრობს ერთმანეთთან, თუნდაც სავაჭრო ურთიერთობებზე, ამაში რამეა გასაკვირი?”

ჟურნალისტის კითხვაზე, “როცა ერთ-ერთი პირი სანქციებულია, ეს არ არის გასაკვირი?”, კობახიძემ თქვა, რომ “როგორც იცის, ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ვლადიმერ ევტუშენკოვს სანქციები დაუწესა, ავსტრალიაა”.

“ამაშიც არის საინტერესო დეტალები”, – თქვა მან.

ევტუშენკოვს სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში “კიბერ კმარამ”, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი გაავრცელა. სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ. ჩანაწერში ნახსენებია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელი, რომელზეც სავარაუდოდ, ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ მის მიერ გამოგზავნილ წარმომადგენელს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. აღნიშნულის საპასუხოდ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი, ივანიშვილს სთხოვს, რომ მის წარმომადგენელს თავად ის შეხვდეს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ვის მივცე ხმა: AI-ის რჩევა  დაბნეულ ამომრჩეველს

AI-ის გამოყენება როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტი შეიძლება დაგეხმაროს, რომ ხმის მიცემისას არ შეცდე და უკეთესი არჩევანი გააკეთო. არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img