19.04.2024
- Advertisement -spot_img

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს ჩვენი ქართული ოცნება, ეს არის ოცნება ერთიან საქართველოზე

მადლობა ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც 10 წლის წინ სათავეში ჩაუდგა ამ ბრძოლას თავისუფლებისთვის და ქართველ ხალხთან, ქართველ საზოგადოებასთან ერთად დაამარცხა სიძულვილსა და სიცრუეზე აგებული დანაშაულებრივი რეჟიმი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარტია, „ქართული ოცნება“ დღემდე იმ იდეების ერთგულია, რომელიც საზოგადოებას 10 წლის წინ განუცხადა.

„მოგესალმებით თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათი ათასობით ადამიანს, რომლებიც აქ თავისუფლების იდეამ კიდევ ერთხელ შეგკრიბათ. 2012 წელს აქ, ამ მოედანზე შეკრებილმა ადამიანებმა თავიანთი ერთიანობით საფუძველი ჩაუყარეს ახალ სახელმწიფოებრივ წესრიგს, რომელიც დღემდე ადამიანის ღირსების, სახელმწიფოსა და ეკლესიის პატივისცემის, ჰუმანურობისა და თავისუფლების იდეების კარნახით მოქმედებს.

მადლობა ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც 10 წლის წინ სათავეში ჩაუდგა ამ ბრძოლას თავისუფლებისთვის და ქართველ ხალხთან, ქართველ საზოგადოებასთან ერთად დაამარცხა სიძულვილსა და სიცრუეზე აგებული დანაშაულებრივი რეჟიმი. ჩვენი პარტია, „ქართული ოცნება“ დღემდე ამ იდეების ერთგულია და მომართულია, უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის სწრაფი წინსვლა და განვითარება“, – განაცხადა კობახიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img