14.06.2021
- Advertisement -

ირაკლი კობახიძე – გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება

გახარიამ უარყო ბრალდება სისტემურ კორუფციასთან და ნეპოტიზმთან დაკავშირებით და დამატებით თუ სადმე იყო „ქართულ-ჯიგრული“ კორუფცია, ეს თავის თანაგუნდელებში მოიკითხოს, ამით სწორედ მისი გუნდი გამოირჩეოდა და ამიტომ მოუწია მას უკან დახევა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუშინდელი განცხადებების კომენტირებისას თქვა.

მისივე თქმით, არავითარი სისტემური პრობლემა საქართველოში კორუფციისა და ნეპოტიზმის კუთხით არ არსებობს.

„რა თქმა უნდა, კორუფცია ყველა ქვეყნის პრობლემაა, მაგრამ რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, ამაზე ჩვენ გვაქვს პოზიცია და მასაც ჰქონდა პრემიერობის დროს შესაბამისი პოზიცია და მას თავისი გამონათქვამის დაკორექტირება მოუწია, კერძოდ მან უარყო ბრალდება სისტემურ კორუფციასთან და ნეპოტიზმთან დაკავშირებით და დამატებით თუ სადმე იყო „ქართულ-ჯიგრული“ კორუფცია, ეს თავის თანაგუნდელებში მოიკითხოს, ამით სწორედ მისი გუნდი გამოირჩეოდა და ამიტომ მოუწია მას უკან დახევა“, – განაცხადა კობახიძემ.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, გიორგი გახარიამ სხვის ბუდეში მოინდომა კვერცხის დადება, მაგრამ არ გამოუვიდა.

“გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება. თქვენ იცით, რომ გუგული არის ასეთი ფრინველი, რომელსაც უყვარს არწივის ბუდეში კვერცხის დადება. ამის მცდელობა ჰქონდა გიორგი გახარიას და ეს მცდელობა დავასრულეთ ჩვენ ძალიან მარტივად და პარტიის დამფუძნებელმაც დაასრულა ეს ძალიან მარტივად…

ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ მელიასთვის წასული გახარია, მელიასთვისვე დაბრუნდა.” – განაცხადა კობახიძემ.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

თავის და ყელის ტკივილი, სურდო – კორონავირუსის შეცვლილი სიმპტომები – Mirror

ლონდონის კინგ კოლეჯის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ COVID-19-ის ახალმა შტამებმა კორონავირუსის პანდემიის საერთო კლინიკური სურათი შეცვალეს. როგორც ექსპერტები ამბობენ: თავის ტკივილი, ყელის...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -