29.03.2024
- Advertisement -spot_img

ირაკლი კობახიძე გახარიას გუნდზე – არ იყო სწორი ქცევა, ასეთი დასაწყისი არასწორია და გაგრძელებაც არასწორი იქნება

სამწუხაროდ, არასწორი, – ასე შეაფასა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნებიდან“ გიორგი გახარიასთან ექვსი დეპუტატის წასვლის ფაქტი. მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკაში ნაბიჯების გადადგმას, ეს პროცესი შემდეგაც არასწორად გაგრძელდება.

„სამწუხაროა, რაც ჩვენ ვნახეთ. ეს არ იყო სწორი მოქმედება, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ მანამდე არავითარი საუბარი, კონსულტაცია ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება. შესაბამისად, ყველაფერს არასწორი დასაწყისი ჰქონდა და მე მგონია, რომ გაგრძელებაც იქნება შესაბამისი. ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, 14 აპრილს „ქართული ოცნება“ ექვსმა დეპუტატმა დატოვა და გიორგი გახარიასთან ერთად ახალი პარტიის შექმნა დაანონსა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img