25.10.2021
- Advertisement -spot_img

ირაკლი კობახიძე – ის, რომ მელიასნაირ ფიგურას თბილისში ხმას აძლევს ყოველი მესამე ამომრჩეველი, ეს ბუნებრივია, პრობლემას წარმოადგენს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, კახა კალაძეს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება არ გაუჭირდება, თუმცა მას პირადად უსამართლობის ერთგვარი განცდა მაინც აქვს.

„თბილისში მეორე ტური პირადად ჩემთვის, გულდასაწყვეტია და რჩება უსამართლობის ერთგვარი განცდა. იცით, კახი კალაძე 4 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ამ ქალაქს და უამრავი რამ გაკეთდა ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, კახი კალაძე არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება არ გაუჭირდება, მაგრამ თავისთავად ის, რომ მელიასნაირ ფიგურას ხმას აძლევს თბილისში ყოველი მესამე ამომრჩეველი, ეს ბუნებრივია, არის პრობლემა და ალბათ, ეს ჩვენი დანაშაულიც არის. საზოგადოებასთან მეტი მუშაობა გვჭირდება, რათა ყოველმა მესამე თბილისელმა კრიმინალს ხმა არ მისცეს“, – განაცხადა კობახიძემ „იმედის კვირასთან“ .

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თინა ხიდაშელი ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტზე – ვა-ბანკზე წავიდა ოპოზიცია, თუმცა მაინც ვთვლი, რომ ეს იყო თამამი და სწორი გადაწყვეტილება

ამ გადაწყვეტილებით ოპოზიცია სრულ ვა - ბანკზე წავიდა, ერთი მხრივ, ნამდვილად ვაჟკაცური და გაბედული საქციელია - მე ვთვლი, რომ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img