18.04.2024
- Advertisement -spot_img

ირაკლი კობახიძე კელი დეგნანის განცხადებაზე – პარტნიორები ხანდახან აკეთებენ ნაჩქარევ განცხადებებს

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს პარტნიორების მხრიდან გაკეთებული “ნაჩქარევი განცხადებაა და გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს”.

კელი დეგნანმა 5 ივლისის მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის როლი, ყოფილიყო სიტუაციის განმმუხტავი, პარტნიორებმა ვერ დაინახეს. 

„​ჩვენ სხვა ნაჩქარევი განცხადებებიც მოვისმინეთ, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჟურნალისტის დაღუპვა იყო დაკავშირებული 5 ივლისის ძალადობასთან. სამწუხაროდ, საერთაშორისო პარტნიორებიც ხანდახან აკეთებენ ხოლმე ნაჩქარევ განცხადებებს. შემდეგ გაირკვა, რომ ეს განცხადება არ იყო მართალი. ამ შემთხვევაშიც, ნუ, ცოტა, ასე ვთქვათ, გარკვეული ხარვეზები ამ განცხადებაში შეგვიძლია დავინახოთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img