15.10.2024
- Advertisement -spot_img

ირაკლი კობახიძე – ლევან ბერძენიშვილმა რა იცის ისტორია და მისი გააზრება?

ლევან ბერძენიშვილმა რა იცის ისტორია და მისი გააზრება? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქართველ ფილოლოგსა და პოლიტიკოს ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არის მორიგი მცდელობა, რომ ეროვნულ იდენტობაზე შტურმი მიიტანონ.

„ძალიან მარტივი ლოგიკაა ამ ყველაფერში. ეს არის მორიგი მცდელობა, რომ შტურმი მიიტანონ ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე, რაც პირველი არ არის. ეს დაწყებულია ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. გახსოვთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პირველი რასაც აკეთებდა, ეკლესიას, ეროვნულ იდენტობას, ღირებულებებს დაუპირისპირდა. ამის ჩვეულებრივი გაგრძელებაა ის შეტევა, რომელიც ახლა ჩვენი ქვეყნის დიდ წინაპრებზე ხორციელდება. არის რაღაცები, რასაც არ უნდა შეეხო, მათ შორის შეიძლება ვიღაცის დედას და მამას ჰქონდეს ნაკლოვანება, მაგრამ არ უნდა გამოხვიდე და თუნდაც ნაკლოვანებებზე საჯაროდ არ უნდა ისაუბრო. ლევან ბერძენიშვილმა რა იცის ისტორია და მისი გააზრება? რომ არ იცის ზუსტად ამიტომ აკეთებს ამ განცხადებებს“, – განაცხადა კობახიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img