23.11.2024

ირაკლი კობახიძე ლონდა თოლორაიაზე – როდესაც პროექტი დავაინიცირეთ, შემდეგ ჩავაყენეთ საქმის კურსში

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ლონდა თოლორაიას მას შემდეგ შეატყობინეს, რაც კანონპროექტი დაინიცირეს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც კობახიძე ამბობს, ერთ უწყებაში ორი განსხვავებული ფუნქციაა გაერთიანებული, რომელიც “საყოველთაო რეკომენდაციით” გამიჯნული უნდა იყოს. 

“თავის დროზე კონკრეტული პოლიტიკური მიზეზების გამო ეს ასე არ მოხდა. ახლა არის დროს იმისათვის, რომ ეს ინსტიტუციური რეფორმა გატარდეს. ერთი სამსახურის ჩანაცვლება ხდება ორი სამსახურით, არავითარი ფუნქციები არ აკლდება ამ სამსახურს, პირიქით, ემატება კონკრეტული ფუნქციები გამოძიების ნაწილში.

როდესაც მოხდა დაინიცირება, შემდეგ ჩავაყენეთ საქმის კურსში სამსახურის ხელმძღვანელი, ეს გააკეთა იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, ჩვენ დავაინიცირეთ. “, – ამბობს კობაძე.

ჟურნალისტების კითხვაზე, წარსულში რატომ ჩამოყალიბდა სახელმწიფო ინსპექტორი ამ ფუნქციებით, კობახიძე პასუხობს:

“ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური ლიდერის ინტერესი იყო ამაში. მაშინ იყო განსხვავებული მოსაზრებები”.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img