09.12.2021
- Advertisement -spot_img

ირაკლი კობახიძე – მიხეილ სააკაშვილი ყველაფერში „ფეიკია“, შიმშილობაშიც, გატაცებაშიც, ჩამოსვლაშიც – მას აქვს ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები

მიხეილ სააკაშვილი ყველაფერში აბსოლუტური „ფეიკია“, შიმშილობაშიც „ფეიკია“, გატაცებაშიც, ჩამოსვლაშიც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც არხის ინფორმაციით, სააკაშვილი საკუთარი გატაცების სცენას დგამდა.

მისივე თქმით, ასეთ ადამიანებს და ასეთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ფსიქოლოგიის და ფსიქიკის პრობლემა, არასდროს მიეცემა ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება.

„თავისთავად ეს სცენარი შეიძლება საინტერესო არ იყოს, საინტერესო არის ის, რომ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ამ კაცმა თუ რას წარმოადგენს. 1. ის, რომ არის ყველაფერში აბსოლუტური „ფეიკი“, შიმშილობაშიც „ფეიკია“, გატაცებაშიც „ფეიკია“, ჩამოსვლაშიც „ფეიკია“, ყველაფერში არის ე.წ. ფეიკი და გარდა ამისა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მას აქვს ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები. ასეთ ადამიანს უნდა ძალაუფლების დაბრუნება, რაც აღიკვეთა და აღიკვეთება ყოველთვის. ხელისუფლება დგას თავის ადგილზე. ასეთ ადამიანებს და ასეთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ფსიქოლოგიის და ფსიქიკის პრობლემა, არასდროს მიეცემა ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ გუშინ გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ, სატვირთო მანქანის მისაბმელშია გადაღებული. როგორც „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ექსპრეზიდენტს რამდენიმე სხვა სცენართან ერთად წინასწარ ჰქონდა მომზადებული საკუთარი სავარაუდო გატაცების ვერსიაც და იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას ვერ მოახერხებდა, ის, თავისი გატაცების სცენარს აამუშავებდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ხელვაჩაურში შუა ხნის მამაკაცმა ცოლი და შვილი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში შუა ხნის მამაკაცმა ცოლი და შვილი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არსებული ინფორმაციით, შუა ხნის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img