29.03.2024
- Advertisement -spot_img

ირაკლი კობახიძე – მიხეილ სააკაშვილი რეალურად კურორტზეა, მას აქვს შესანიშნავი პირობები

შეიქმნა სპეციალური ჯგუფი იმისთვის, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი გართულება. რა თქმა უნდა, საქართველოში ყველას უფლებები დაცულია და რეალურად ბევრი საუბრობს იმაზე, რომ სააკაშვილი კურორტზეა იმასთან შედარებით, რა ციხეც ჰქონდა აწყობილი 2012 წლამდე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის დროს ციხე იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი დედამიწაზე.

„ის რეალურად არის კურორტზე, მას აქვს შესანიშნავი პირობები. რაც შეხება შიმშილობას, ნებისმიერი პატიმარი როცა შიმშილობს, საჭიროა მასზე დაკვირვება და ამ შემთხვევაშიც იგივე იქნება. თუ იქნება გართულება, შესაბამისი ჩარევა მოხდება, რაც უზრუნველყოფილი იქნებოდა სხვა პატიმრის შემთხვევაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img