20.04.2024
- Advertisement -spot_img

ირაკლი კობახიძე – “ნაციონალურ მოძრაობას” რაც უნდა, ის გააკეთოს…არანაირი პრინციპული განსხვავება არ იქნება, შემოვლენ თუ არ შემოვლენ პარლამენტში

“ნაციონალურ მოძრაობას” რაც უნდა, ის გააკეთოს, ეს არის მათი გადაწყვეტილება, არაფერს შეცვლის, არანაირი პრინციპული განსხვავება არ იქნება, შემოვლენ თუ არ შემოვლენ პარლამენტში – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კობახიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის.

„ეს მათი მარცხია, ისინი თავიანთ პოზიციებში თანმიმდევრულები არ არიან. ისინი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამბობდნენ, რომ არ შემოვიდოდნენ, თუმცა, მაინც მოუწიათ პარლამენტში შემოსვლა. ეს არის მათი მარცხის საბოლოოდ გაფორმება. მიშელის დოკუმენტი იყო ჩვენი გამარჯვება, ეს ყველამ დაინახა, მათთვის ეს არის მარცხი, მაგრამ მათ არ აქვთ არჩევანი. არჩევანი აქვთ ცუდსა და უარესს შორის. ცუდი არის მათთვის შემოსვლა, იმიტომ რომ დამაზიანებელია, არათანმიმდევრულობასა და მათ მარცხს აჩვენებს, უარესი იქნებოდა მათთვის არშემოსვლა და მოუწიათ ამ გადაწყვეტილების მიღება“, – განაცადა კობახიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img