29.03.2024
- Advertisement -spot_img

ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე – ვერ უშველა ვერც შინაურმა, ვერც – გარეულმა, ვერც გვარამიამ, ვერც გახარიამ

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, იკა მელიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მათი გამოსვლები, სწორედ ნიკა მელიას და ენმ-ის კრიტიკას მიუძღვნეს.

განსაკუთრებით კრიტიკული იყო “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც ნიკა მელია რამდენჯერმე მოიხსენია კრიმინალად.

შეგახსენებთ, ეს არის ადამიანი, რომელსაც არა აქვს კაცობის არავითარი ნიშანწყალი და სწორედ ამას უკავშირდება, მათ შორის, ის დანაშაულები, რომელიც მისი მხრიდან არის ჩადენილი და ის პოლიტიკური რიტორიკა, რომელსაც ჩვენ დღეს ვისმენდით.

ეს არის ადამიანი, რომელიც ცოტა ხსნის წინ იყო ჩასული თავისი პარტიის რეალურ ლიდერთან და დასჯილი სკოლის მოსწავლესავით უსმენდა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ მომავალში. ეს არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი. 

ასეთი პოლიტიკოსების და პარტიების მომავალი ქართულ დემოკრატიული სისტემაში არ არის და ვერ იქნება. საზოგადოება ყველაფერს გასცემს სათანადო პასუხს.

არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ. ყველას გახსოვთ ნიკანორ მელიას ეს ცნობილი ფრაზა. ყველას ისიც ძალიან კარგად გახსოვთ, რომ არ გადაიხადა და დაიჭირეს. ვერ უშველეს ვერც შინაურმა და ვერც გარეულმა, ხატოვნად რომ ვთქვათ, ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ, ვერც ერთმა და ვერც მეორემ”. – თქვა კობახიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

კობახიძემ სიტყვით გამოსვლით დროს ოპოზიციონერი დეპუტატების სიტყვებიდან ციტატებიც მოიშველია, როცა ისინი ამბობდნენ, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ და ახლა სიტყვის უკან წაღება მოუწიათ. 

“როგორც მოგიწიათ სხვა სიტყვების უკან წაღება, ზუსტად ასე მოგიწევთ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა და ამნისტიის კანონის მიღება“. – თქვა კობახიძემ გამოსვლის დასასრულს. 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობა პარლამენტში 8 ივნისს შევიდა. ამით პარტიამ 7-თვიანი ბოიკოტი დაასრულა. თუმცა, ენმ-ს ხელი არ მოუწერია შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე. მათთვის მიუღებელია 20 ივნისის ამნისტიის შესახებ ჩანაწერი, რომელიც კანონად უნდა იქცეს

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img