4 დეპუტატით უკვე შესაძლებელი იქნება ფრაქციის შექმნა. აქედან გამომდინარე, არაერთი ოპოზიციური ფრაქცია ჩამოყალიბდება – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ზოგადად, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია ფრაქციებით იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. მნიშვნელოვანია, რომ გუშინ უკვე შეიქმნა პირველი ფრაქცია, ალბათ, კიდევ შეიქმნება სხვა ფრაქციებიც, მითუმეტეს ჩვენ გავამარტივებთ ფრაქციების შექმნის მექანიზმს და ეს უახლოეს მომავალში მოხდება. 4 დეპუტატით უკვე შესაძლებელი იქნება ფრაქციის შექმნა. აქედან გამომდინარე, არაერთი ოპოზიციური ფრაქცია ჩამოყალიბდება“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მედიატორების მხრიდან შემოთავაზებული დოკუმენტის ყველა პუნქტი ხელისუფლების მხრიდან შესრულდება.
„პარტიის თითოეული წარმომადგენელი პასუხისმგებელია იმაზე, რომ დოკუმენტი შესრულდეს. ეს გაცნობიერებუილი აქვს მთელ გუნდს, როგორც უმრავლესობაში, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. აქედან გამომდინარე, ამ შეთანხმების თითოეული პუნქტი, რა თქმა უნდა, შესრულდება“, – განაცხადა კობახიძემ.