18.04.2024
- Advertisement -spot_img

ირაკლი კობახიძე – პარლამენტში ფრაქციის შექმნა 4 დეპუტატით იქნება შესაძლებელი

4 დეპუტატით უკვე შესაძლებელი იქნება ფრაქციის შექმნა. აქედან გამომდინარე, არაერთი ოპოზიციური ფრაქცია ჩამოყალიბდება – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ზოგადად, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია ფრაქციებით იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. მნიშვნელოვანია, რომ გუშინ უკვე შეიქმნა პირველი ფრაქცია, ალბათ, კიდევ შეიქმნება სხვა ფრაქციებიც, მითუმეტეს ჩვენ გავამარტივებთ ფრაქციების შექმნის მექანიზმს და ეს უახლოეს მომავალში მოხდება. 4 დეპუტატით უკვე შესაძლებელი იქნება ფრაქციის შექმნა. აქედან გამომდინარე, არაერთი ოპოზიციური ფრაქცია ჩამოყალიბდება“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მედიატორების მხრიდან შემოთავაზებული დოკუმენტის ყველა პუნქტი ხელისუფლების მხრიდან შესრულდება.

„პარტიის თითოეული წარმომადგენელი პასუხისმგებელია იმაზე, რომ დოკუმენტი შესრულდეს. ეს გაცნობიერებუილი აქვს მთელ გუნდს, როგორც უმრავლესობაში, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. აქედან გამომდინარე, ამ შეთანხმების თითოეული პუნქტი, რა თქმა უნდა, შესრულდება“, – განაცხადა კობახიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img