09.12.2021
- Advertisement -spot_img

ირაკლი კობახიძე – რამდენი კაციც ჰყავდა „ნაციონალურ მოძრაობას“ აქციაზე შეკრებილი, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ თბილისში ხალხი ჩამოვიყვანოთ

რამდენი კაციც ჰყავდა “ნაციონალურ მოძრაობას” თავიანთ აქციაზე შეკრებილი, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ თბილისში ხალხი ჩამოვიყვანოთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ აქციის მიზანი, საზოგადოებისთვის საკუთარი ძალის კიდევ ერთხელ ჩვენებაა.

„ეს არის „მესიჯბოქსი“, რომელიც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა დაალაგეს – არავითარი კონტრაქცია ეს არ არის. ეს არის შემაჯამებელი საარჩევნო აქცია.

რაც შეეხება ე.წ. კონტრაქციას, მარტივად რომ გითხრათ, რამდენი კაციც ჰყავდათ მათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ თბილისში ხალხი ჩამოვიყვანოთ. თვითონ შეგიძლიათ განსაჯოთ, ეს არის კონტრაქცია, თუ ნამდვილი აქცია, რომლის მიზანია საზოგადოებისთვის საკუთარი ძალის კიდევ ერთხელ ჩვენება. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს, რომ ის არის თავისუფლების მომხრე, სურს ბოროტების დამარცხება, სურს თავისუფლება, მშვიდობა და სიმშვიდე ამ ქვეყანაში“,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას გამართავს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება, 24 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img