20.04.2024
- Advertisement -spot_img

ირაკლი კობახიძე – რიგგარეშე არჩევნები არ იქნება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება.

“ის, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ეს არის მოცემულობა. ყველა ვარიანტში, რაც არ უნდა განვიხილოთ, ეს არის მოცემულობა. სულ რომ თეორიულად წარმოვიდგინოთ თუნდაც იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც აქვს ოპოზიციას შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იქაც ყველაფერს წააგებენ, თვითმმართველობასთან მიბმულსაც წააგებენ, რეფერენდუმსაც, პლებისციტსაც და არჩევნები რომ ჩატარდეს, იმასაც წააგებენ. მაგრამ მოცემულობა არის ეს, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება”, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, დღეს ​ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება და ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ის ევროპელ დიპლომატ კრისტიან დანიელსონს შეხვდა და შეხვედრის დასრულების შემდეგ “კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, გააგრძელონ კონსტრუქციული დიალოგი”.

შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 28 მარტს, უკვე მეორედ ჩამოვიდა. მან ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან მედიაციის მიზნით შეხვედრები დღეიდან დაიწყო. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img