29.03.2024
- Advertisement -spot_img

ირაკლი კობახიძე – საბოლოო ჯამში გახარიას პარტია დაამთავრებს, როგორც ბურჭულაძის პარტიამ დაამთავრა, ანუ ნულით

საბოლოო ჯამში გახარიას პარტია დაამთავრებს, როგორც ბურჭულაძის პარტიამ დაამთავრა, ანუ, პრაქტიკულად ნულით, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თოქ-შოუში რეაქცია“.

მისი თქმით, გამორიცხულია, გახარიას პარტიამ არჩევნებზე ორნიშნა პროცენტი აიღოს.

„თქვენ სვამთ კითხვას, რა უნდოდა მაშინ გახარიას? მოდით, შევატრიალოთ ეს კითხვა – დღეს რა უნდა გახარიას? რამდენი პროცენტი შეიძლება აიღოს? ორნიშნა გამორიცხულია. მათ შორის ჩვენს მონაცემებზე დაყრდნობით. ვთქვათ, 7%, რაც ჭერის ჭერიც არ არის. მე მგონი, საბოლოო ჯამში მისი პარტია დაამთავრებს, როგორც ბურჭულაძის პარტიამ დაამთავრა. ანუ, პრაქტიკულად ნულით. მაქსიმუმ 7% – თეორიული დაშვება რომ გავაკეთოთ, ამ შემთხვევაში თბილისში გაჰყავს 2-3 კაცი საკრებულოში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში გაჰყავს 2-3 კაცი საკრებულოში, ზოგან შეიძლება ერთი კაცი გაიყვანოს.

როდესაც საუბარია 43%-ზე, ჩვენ ხომ ყოველთვის ამას ვამბობთ, მისი ერთადერთი ამოცანა და დავალება არის ის, რომ როგორმე დაგვაახლოვოს 43%-ს. ეს სცენარი ვის ინტერესებშია? გავყვეთ ლოგიკას? საინტერესოა, რა ხდება მერე? ხომ ყველამ კარგად ვიცით, თქვენ რომ წარმოიდგინოთ, რომ ასეთი რაღაც მოხდა, ვინ ბრუნდება ხელისუფლებაში?“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, თეორიულად რომ დავუშვათ, ეს ასე ვერ მოხდება, იმიტომ, რომ 43%-მდე „ქართული ოცნება“ არ ჩამოვა.

„ჩვენ 48% ავიღეთ წინა არჩევნებზე და არავითარი მინიშნება იმის, რომ ჩვენი მაჩვენებელი რადიკალურად შემცირდება, 5% არ არის ცოტა, ამის არავითარი მინიშნება არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img