08.12.2024

ირაკლი კობახიძე – შეგვეძლო ევროკავშირის კითხვარის უფრო ადრე შევსება, თუმცა გვინდა, მაქსიმალური დრო დავუთმოთ

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის კითხვარის უფრო ადრე შევსება შესაძლებელი იყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას 9 მაისამდე აქვს ვადა მოცემული, მაქსიმალურად ხარისხიანი დოკუმენტის წარდგენის მიზნით, აქამდე არ დასრულებულა კითხვარის შევსება.

“ვადები არის განსაზღვრული ევროკავშირის მხრიდან და 9 მაისამდე, როგორც ეს არის განსაზღვრული, ჩვენი მხრიდან იქნება შევსებული კითხვარის ორივე ნაწილი – პირველი ნაწილიც და მეორე ნაწილი, ეს არის არსებითი ნაწილი ამ კითხვარის, რომელიც არის წარმოდგენილი. სათანადო ვადებში იქნება, ბუნებრივია, შევსებული კითხვარი. ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვეძლო უფრო ადრეც ამის გაკეთება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ვადა აქვს მოცემული ევროკავშირს, მაქსიმალური დრო გვინდა, დავუთმოთ, იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხარისხიანი დოკუმენტი წარვადგინოთ ევროკავშირში. შეგახსნებთ, რომ ვადებში ასეც და ისეც ერთნაირი ქრონოლოგიით იქნება განხილული სამივე განაცხადი.” – განაცხადა კობახიძემ

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img