04.12.2021
- Advertisement -spot_img

ირაკლი კობახიძე-თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნია არავის…ძვლებში ადამიანების გადამტვრევა ნაცმოძრაობის ხელწერაა

„ჩვენ გვახსოვს ძვლებში გადამტვრეული ადამიანები იმ ადამიანების მხრიდან, იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ვიღაცებს რაღაცებს აბრალებდნენ – ძვლებში ადამიანების გადამტვრევა ეს არის „ნაცმოძრაობის“ ხელწერა“ – ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ჩანაწერები, რომლის არც ავთენტურობა და არც შინაარსია ცნობილი და გამოდიან და დიალოგის ჩაშლაზე საუბრობენ – ეს მეტყველებს იმაზე, რომ დიალოგის ჩაშლა მათთვის იყო თვითმიზანი, თუმცა ვერ მოახერხეს.

„გამოძიება დაიწყო უკანონო მოსმენასთან დაკავშირებით, ეს არის პრინციპული საკითხი და მეორე პრინციპული საკითხი არის ის, რომ რაზეც საუბრობდა ოპოზიცია – თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნია არავის. ჩვენ გვახსოვს ძვლებში გადამტვრეული ადამიანები იმ ადამიანების მხრიდან, იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ვიღაცებს რაღაცებს აბრალებდნენ – ძვლებში ადამიანების გადამტვრევა ეს არის „ნაცმოძრაობის“ ხელწერა. რაც შეეხება ამ ჩანაწერებს, რაზეც ჰქონდა საუბარი ოპოზიციას, თმის ღერი არავის ჩამოვარდნია, რაზეც არის ძალიან მკაფიო ინფორმაცია გაცემული.

ჯერ გავრცელებულიც არ იყო, პრაქტიკულად ჩანაწერები, როდესაც უკვე დაიწყო ლაპარაკი ოპოზიციამ იმაზე, რომ მათ აღარ სურდათ მოლაპარაკებების გაგრძელება, ეს მათ სულისკვეთებაზე მეტყველებს ხომ?! თუ ისინი არიან მოწადინებული, რომ გაგრძელდეს დიალოგი და დასრულდეს ეს დიალოგი წარმატებით, მაშინ მათ ექნებოდათ განსხვავებული პოზიცია, მაგრამ როდესაც რამდენიმე წუთის წინ არის გასული ჩანაწერები, რომლის არც ავთენტურობა იცი, არც შინაარსი იცი და ა.შ. და გამოდიხარ და დიალოგის ჩაშლაზე საუბრობ – ეს მეტყველებს იმაზე, რომ დიალოგის ჩაშლა მათთვის იყო თვითმიზანი, თუმცა ვერ მოახერხეს. დღეს, ბუნებრივია, ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი ჩვენს პარტნიორებთან და მოგვიანებით, როდესაც გაგრძელდება დიალოგი ისინი ბუნებრივია იქნებიან წარმოდგენილები მოლაპარაკებების მაგიდასთან, მათ ჰქონდათ დიალოგის ჩაშლის სურვილი, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თბილისში 15 წლის მოზარდი მოკლეს

თბილისში, სან-ზონაში 15 წლის მოზარდი მოკლეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილი ყვითელი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img