28.11.2021
- Advertisement -spot_img

ირაკლი კობახიძე – თუ თბილისის მერის არჩევნებზე ორი კანდიდატურა – კალაძე და მელია იქნებიან, ხმები 70-30-ზე გადანაწილდება

თუ თბილისის მერის არჩევნებზე ორი კანდიდატურა – კალაძე და მელია იქნებიან, ხმები 70-30-ზე გადანაწილდება, – აცხადებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

კობახიძის პროგნოზით, არც ერთ შემთხვევაში თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური არ იქნება, რადგან ისეთ კანდიდატის მონაწილეობას, ვინც პირველი ტურის საკითხს ეჭვქვეშ დააყენებს, არ ელიან.

„ამას წინასწარი კვლევები არჩვენებს, რაც ჩვენ გვაქვს. გვქონდა წინასწარი ინფორმაცია, რომ არჩევნებში მელიას დაყენებას აპირებდნენ. თუკი ორი კანდიდატი იქნება, პროპორცია დაახლოებით ასეთი იქნება 70-30.

სააკაშვილმა მელია თბილისის მერობის კანდიდატად იმიტომ დააყენა, რომ აქვს ერთადერთი მარტივი მიზანი – ეჭვიანობს მელიაზე და უნდა ბოლომდე გააფუჭოს. გამომდინარე აქედან, მისი 30%-იანი შედეგი გაფუჭების საუკეთესო ინსტრუმენტი იქნება.

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ კახა კალაძე არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს. ამის გარანტიაა, საზოგადოების განწყობა კალაძის მიმართ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ისრაელმა კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” 7 შემთხვევის დადასტურების გამო საზღვრები ჩაკეტა

ისრაელმა კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის" 7 შემთხვევის დადასტურების გამო საზღვრები ჩაკეტა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. დროებითი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img