20.04.2024
- Advertisement -spot_img

ირაკლი კობახიძის ვარაუდით, გიორგი გახარიას ინდივიდუალური რეიტინგი გაცილებით დაბალი იქნება

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარიას ინდივიდუალური რეიტინგი იმაზე გაცილებით დაბალი იქნება, ვიდრე IRI-ის კვლევამ აჩვენა. მისი თქმით, გახარიას, როგორც პრემიერს, ქათული ოცნების რეიტინგი მიეხმარა. 

“როდესაც კვლევა, საველე სამუშაოები ტარდებოდა, გიორგი გახარია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი და ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი იყო. ბუნებრივია, ასეთ დროს პარტიის რეიტინგი ეხმარება პერსონალურ რეიტინგს. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით, რომ გიორგი გახარიას, როგორც პრემიერ-მინისტრს მაღალი რეიტინგი ჰქონდა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა IRI-ის კვლევამ”, – თქვა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსთან“.

კობახიძის ვარაუდით, როდესაც გიორგი გახარიას ინდივიდუალური რეიტინგი გაიზომება გაცილებით მცირე იქნება.

შეგახსენებთ, IRI-ის მიერ 5 აპრილს გამოქვეყნებულ კვლევაში გიორგი გახარია გამოკითხული მოსახლეობის 65%-ს მოსწონს, 30%-ს კი არ მოსწონს.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე მას და გუნდის დანარჩენ წევრებს განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ.

22 მარტს გიორგი გახარია მედიასთან გამოჩნდა და პოლიტიკაში დარჩენის შესახებ განაცხადა. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img