09.12.2021
- Advertisement -spot_img

ირაკლი ქადაგიშვილი – გიორგი გახარიას კომენტარზე შეიძლება ითქვას: „ნამუსიც კარგი საქონელია“

ნამუსიც კარგი საქონელია – გვახსოვს მისი ჩატარებული ოპერაციები,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “პრაიდთან” დაკავშირებული მოვლენების შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას შეფასებას.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, გახარიას განცხადება მიუთითებს მის უპასუხისმგებლობაზე და მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, რომელმაც საკუთარი ადგილი ვერ მოძებნა და “ცდილობს, დააზიანოს ის, ვინც გაზარდა“.

“ბატონი გახარიას დაგვიანებულ კომენტარზე შეიძლება ითქვას, რომ მას პოზიცია არ გააჩნია. ასევე არ გააჩნდა პოზიცია, როდესაც გაურკვეველი მიზეზების გამო დატოვა თანამდებობა.

მის კომენტარზე შეიძლება ითქვას – ნამუსიც კარგი საქონელია. გვახსოვს მისი ჩატარებული ოპერაციები. მახსოვს პანკისის ხეობა. მაშინ გვერდში დავუდექით მას და ვცადეთ, რომ მდგომარეობა განგვემუხტა. როდესაც რამდენიმე თვის წინ იყავი იმ მთავრობის თავმჯდომარე, რომლის წევრებიც ძირითადად შენარჩუნებულია, ასეთი განცხადების გაკეთება მიუთითებს შენს უპასუხისმგებლობაზე და შენზე, როგორც პოლიტიკოსზე, რომელმაც საკუთარი ადგილი ვერ მოძებნა და ცდილობს, დააზიანოს ის, ვინც გაზარდა და ვინც როგორც პოლიტიკოსად თავის დროზე შექმნა. ეს მიუღებელია.

ეს აჩვენებს ამ შემთხვევაში პოლოტიკოსის სახეს, რაც ვწუხვარ, რომ გიორგი გახარიას არ გააჩნია.

გახარია ვერ გამოსულა პიროვნული მარცხისგან, რაც მას აქვს განცდილი ირაკლი კობახიძესთან კონკურენციით. ასე პოზიციონირებს. ვერცერთი არგუმენტი ვერ მოიყვანა გარდა იმისა, რომ კობახიძესთან აქვს პიროვნული გაურკვევლობა. ალბათ ფიქრობს, რომ მისი წარუმატებლობის მიზეზი არის კობახიძე.

სახელმწიფო არ ჩამოშლილა. შეასრულა თავისი ფუნქცია და როლი, მიუხედავად მძიმე გამოწვევისა, რომელიც მოულოდნელად დადგა, რადგან არავინ ელოდა, რომ გამოჩნდებოდნენ ისეთი პირები, რომლებიც მედიას დევნას დაუწყებდნენ”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებელი , გიორგი გახარიამ “პრაიდთან” დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის, რაც ვნახეთ, „წარმოუდგენელი იყო“ და სახელმწიფომ მოქალაქეები ვერ დაიცვა.

“უმძიმესი საყურებელი იყო, როცა ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ, როცა სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას და ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან მოქალაქეები – ეს უუნარობის გამოხატულება იყო”,- განაცხადა გახარიამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა

ამერიკულმა  Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა. სიის სათავეში კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე, მაკენზი სკოტია. Forbes-მა მაკენზი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img