28.11.2021
- Advertisement -spot_img

ირაკლი ქადაგიშვილი: „„ქართული ოცნების“, მმართველი პარტიის და სახელმწიფოს ინტერესებში არანაირად არ არის რომელიმე პარტიის ოფისის დარბევა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“, გორის ოფისის დარბევასთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებს უპასუხა და ჟურნალისტებთან განაცხადა,  რომ ოფისის დარბევას მმართველ პარტიასთან, პრემიერ-მინისტრთან და ა.შ. არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს.

ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დარბევას მმართველ პარტიასთან, პრემიერ-მინისტრთან და ა.შ. არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

როგორც ქადაგიშვილი აცხადებს, მსგავსი რამ არ შეიძლება „ქართული ოცნების“, მმართველი პარტიის ინტერესებში იყოს, რადგან ეს მმართველი პარტიისთვის კონტრპროდუქტიულია და ოპოზიციის სპეკულაციის საგანი ხდება.

„ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ოფისზე რაიმე სახის თავდასხმა აბსოლუტურად მიუღებელია და იმავე საღამოს, როცა ეს ფაქტი მოხდა, პოლიციამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა. თავდამსხმელები დაკავებულნი არიან, გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები დაისჯებიან.

 „ქართული ოცნების“, მმართველი პარტიის და სახელმწიფოს ინტერესებში არანაირად არ არის რომელიმე პარტიის ოფისის დარბევა, ეს ხომ კონტრპროდუქტიულია მმართველი პარტიისთვის და ე.წ. რადიკალური ოპოზიციისთვის სპეკულაციის საგანი ხდება. ამიტომ მოდით რა, ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში, არავითარი კავშირი ამას მმართველ პარტიასთან, პრემიერ- მინისტრთან და ა.შ. არ შეიძლება ჰქონდეს,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან.

ცნობისათვის, გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს გუშინ დაესხნენ. სამართალდამცავებმა გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ისრაელმა კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” 7 შემთხვევის დადასტურების გამო საზღვრები ჩაკეტა

ისრაელმა კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის" 7 შემთხვევის დადასტურების გამო საზღვრები ჩაკეტა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. დროებითი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img