19.04.2024
- Advertisement -spot_img

ირაკლი ქადაგიშვილი სააკაშვილის მოთხოვნაზე – ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი სახელმწიფოსი

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა, მისცენ დეპუტატებს გორის ჰოსპიტალში მისი მონახულების საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მკურნალობის შეწყვეტის დაანონსება, სახელმწფოს შანტაჟია. დეპუტატის თქმით, ყველაფერი უნდა განისაზღვროს კანონის შესაბამისად.

“ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი სახელმწიფოსი, კანონის და კანონიერების. გამომდინარე აქედან, ალბათ, ყველაზე კარგი და ერთადერთი პოზიცია და ქმედება, რაც უნდა განხორციელდეს, არის, რომ ეკუთვნის მას რამე-არ ეკუთვნის მას რამე, ცოდოა-არ არის ცოდო, უნდა შეხვდეს ვინმე თუ არ უნდა შეხვდეს, უნდა განისაზღვროს კანონიდან გამომდინარე”, — განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img