08.12.2024

ირანელი სტუდენტი ქალის პროტესტი.

გასულ შაბათს, ირანის უნივერსიტეტის კამპუსში, ახალგაზრდა ქალმა მკაცრი ისლამური ჩაცმულობის წესების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად საჯაროდ შიშველი აქცია მოაწყო. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ უსაფრთხოების თანამშრომლები შიშველი ქალი სტუდენტის დაკავებას ცდილობენ. შემთხვევა ისლამური აზადის უნივერსიტეტის ერთ-ერთ ფილიალში მოხდა.

უნივერსიტეტის სპიკერმა, ამირ მაჰჯობმა, X-ზე დაწერა: “პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა, რომ იმ ქალს მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლა ჰქონდა.” ასევე, გაზეთმა Hamshahri-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ქალი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანონ, რადგან ინციდენტის შემდეგ იგი განიხილეს როგორც მძიმე ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი.

ახალგაზრდა ქალი, რომლის ვინაობაც არ გახმაურებულა, თეირანის პრესტიჟული აზადის უნივერსიტეტის სტუდენტია და მას ბასიჯის მილისიის წევრები ემუქრებოდნენ.

პროტესტის ნიშნად, მან უნივერსიტეტის წინ ტანსაცმელი გაიხადა და ქუჩებში საცვლებით სეირნობდა, როგორც ვიდეოში ჩანს. თავდაპირველად, ეს ვიდეო ირანელმა სტუდენტურმა საიტმა ‘ამირ ქაბირმა’ გამოაქვეყნა, შემდეგ კი ბევრმა სხვა ფარულმა საიტმა, მათ შორის ‘დადბან’ სამართლებრივმა საიტმა, უფლებათა დაცვის ჯგუფმა ‘ჰენგავმა’ და საინფორმაციო საიტმა ‘ირან ვაიერმა’ გაავრცელეს.

ვიდეო ერთ-ერთ შენობაში მცხოვრებლებმა გადაიღეს. სხვა გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალი სამოქალაქო ფორმიანმა ადამიანებმა ავტომანქანაში ჩასვეს. ‘ამირ ქაბირის’ საიტის ცნობით, ის დაკავების დროს სცემეს. Amnesty International-ის ირანის ფილიალმა X-ზე განაცხადა: „ირანის ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ეს ახალგაზრდა ქალი დაუყოვნებლივ და უპირობოდ“. ორგანიზაცია ასევე მოითხოვს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ცემისა და სექსუალური ძალადობის ბრალდებები დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად გამოიძიონ.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფოტო და ვიდეო კადრებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ერთ-ერთმა მომხმარებელმა X-ზე აღნიშნა: “ქალების უმრავლესობისთვის საჯაროდ შიშველი ყოფნა ყველაზე საშინელი კოშმარია… ეს არის საპროტესტო რეაქცია ხელისუფლების სულელურ დაჟინებაზე, რომელიც ქალებისათვის ჰიჯაბის სავალდებულო ტარებას ეხება.”

ამ უკანასკნელი პროტესტის ფონზე ჩანს, რომ ქალები სულ უფრო ხშირად იცვლიან საკუთარ დამოკიდებულებას და ხელისუფლების წნეხის მიუხედავად, უარს ამბობენ თავსაფრის ტარებაზე. ეს მოვლენები დაიწყო მას შემდეგ, რაც 2022 წლის სექტემბერში ახალგაზრდ ირანელი ქურთი ქალი მორალის პოლიციამ მოკლა. მას შემდეგ რაც მას ჰიჯაბის წესების დარღვევაში დასდეს ბრალი. ეს ფაქტი ფართომასშტაბიან გამოსვლებად და ეროვნული პროტესტის ტალღად გადაიქცა, რომელიც უსაფრთხოების ძალებმა ძალის გამოყენებით ჩაახშეს.

ბოლო შემთხვევა ირანში ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას კიდევ უფრო ნათლად გამოხატავს. ამ ახალგაზრდა ქალის გაბედული ქმედება არის პროტესტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმა და ირანის მთავრობის წინააღმდეგ მიმართული სერიოზული გამოწვევა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img