19.04.2024
- Advertisement -spot_img

ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული დაჯგუფებების წინააღმდეგ აშშ-მა სირიასა და ერაყში ავიაიერიშები განახორციელა

Reuters-ის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული დაჯგუფებების წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში ავიაიერიშები განახორციელა. ინფორმაციას გამოცემა პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით ავია იერიშები ერაყში, ამერიკელი სამხედროებისა და ობიექტების წინააღმდეგ დრონების საშუალებით განხორციელებული თავდასხმების საპასუხო ქმედება იყო.

პენტაგონი განმარტავს, რომ მათი თავდასხმის სამიზნე სირიასა და ერაყში განთავსებული საბრძოლო და იარაღის შესანახი ობიექტები იყო, რომლებსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული დაჯგუფებები, მათ შორის „კატაიბ ჰეზბოლა“ და „კატაიბ საიდ ალ-შუჰადა“ იყენებდნენ.

მიმდინარეობს შეფასება იმასთან დაკავშირებით არიან თუ არა დაღუპულები ან დაშავებულები.

საჰაერო იერიშები აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მითითებით განხორციელდა.

”თავდასხმებმა ცხადი გახადა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი აშშ-ის სამხედროების დასაცავად იმოქმედებს,“- ნათქვამია პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ავია დარტყმები F-15 და F-16 ტიპის თვითმფრინავებით განხორციელდა და პილოტები მისიიდან უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img