12.11.2024

IRI-გამოკითხულთა 89%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი მოსწონს, მეორე ადგილზეა გიორგი გახარია 65% და მესამეზე – კახა კალაძე 54%

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას, 89%-ს, კათოლიკოს-პატრიარქი მოსწონს.

მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც გამოკითხულთა 65%-ს მოსწონს, მესამეზე – კახა კალაძე 54%-ით.

ამასთან, გამოკითხულთა 52%-მა დავით ბაქრაძე დაასახელა,

42%-მა – ნიკა მელია

40%-მა – ბიძინა ივანიშვილი

39%-მა – „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე

36%-მა – დავით უსუფაშვილი

33%-მა – არჩილ თალაკვაძე 

 33%-მა ირაკლი კობახიძე

31%-ს მოსწონს – სალომე ზურაბიშვილი

29%-ს გიგი უგულავა  

27%-ს შალვა ნათელაშვილი

26%-ს – მამუკა ხაზარაძე

26%-ს  – ალეკო ელისაშვილი

24%- ს ლევან ხაბეიშვილი

21% – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

21%-ს – ირმა ინაშვილი

 20% – ს ნინო ბურჯანაძე

17%-ს ბადრი ჯაფარიძე

ცნობისთვის, კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. საანგარიშო პერიოდი 2021 წლის 2-26 თებერვალია.

საველე სამუშაოები „IPM“-ის მიერ ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

The Telegraph-უსინათლო ქალი AI ოპერაციის შემდეგ  ნორმალურზე უკეთესად ხედავს.

უსინათლო პაციენტს ახლა 20/16 ხედვა აქვს ახალი ტიპის Lasik ოპერაციის შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში პირველად ჩატარდა. (20/16 ნიშნავს იმაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img