23.11.2024

IRI კვლევა – 88%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი მოსწონს, 58%-ს კახა კალაძე, 56%-ს გიორგი გახარია

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 88%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი ილია მეორე მოსწონს. პატრიარქის შემდეგ, მეორე ადგილზე გამოკითხულთა 58%-ისთვის ყველაზე მოსაწონი ფიგურა თბილისის მერი კახა კალაძეა, ხოლო მესამე ადგილზე 56%-ით ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა.

გამოკითხული რესპონდენტების დანარჩენი ხმები ასე გადანაწილდა:

  • ილია მეორე – 88%
  • კახა კალაძე – 58%
  • გიორგი გახარია – 56%
  • ირაკლი ღარიბაშვილი – 40%
  • ნიკა მელია – 39%
  • დავით უსუფაშვილი – 36%
  • ანა დოლიძე – 34%
  • სალომე ზურაბიშვილი – 31%
  • ელენე ხოშტარია – 30%
  • გიორგი ვაშაძე – 30%
  • ირაკლი კობახიძე – 30%
  • შალვა ნათელაშვილი – 29%
  • ალეკო ელისაშვილი – 27%
  • კახა კუჭავა – 25%
  • მამუკა ხაზარაძე – 24%
  • ირმა ინაშვილი – 20%
  • ბადრი ჯაფარიძე – 19%
  • გიგა ბოკერია – 18%
  • ნინო ბურჯანაძე – 17%
  • ლევან ვასაძე – 16%
  • იაგო ხვიჩია – 7%
  • პაატა დავითაია – 6%

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“- ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img