08.12.2024

IRI – მოსახლეობის 90% რუსეთს ყველაზე საფრთხის მომტან ქვეყნად ასახელებს

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი ქვეყანა წარმოადგენს ყველაზე მეტად  საქართველოსთვის პოლიტიკურ საფრთხეს, მოსახლეობის 90% რუსეთს ასახელებს,

8% – თურქეთს,

5% – აშშ-ს,

3% კი – სომხეთს.

გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს – 54%), აშშ-სა – 53% და უკრაინას – 45%) მიიჩნევს.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო

ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img