14.11.2024

ირინა ვერეშჩუკი – “აზოვსტალიდან” ევაკუაციის მოლაპარაკებები თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობს

უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის თქმით, “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიიდან მებრძოლების ევაკუაციის მოლაპარაკებები თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობს.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საევაკუაციო გეგმის შემუშავება, რაშიც წითელი ჯვარი და გაეროა ჩართული.

“დავიწყეთ ახალი რაუნდი, რათა შევიმუშაოთ აზოვსტალიდან ევაკუაციის საგზაო რუკა. დავიწყებთ მძიმედ დაჭრილებით. არის წითელი ჯვარი, რომლის წარმომადგენლებიც დღეს ხვდებიან რუსებს. ასევე, მოვილაპარაკეთ გაერო-სთანაც და მივეცით მანდატი. ჩვენ გვჭირდება დოკუმენტი, თუ როგორ მოხდება აზოვსტალიდან ევაკუაცია და მას ხელი უნდა მოვაწეროთ. ამ რაუნდში შუამავალი არის თურქეთი”, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

განათლების ინოვაციები: მომავლის ფორმირება

ჩვენი დროის განათლება, როგორც არასდროს, ისე საჭიროებს ცვლილებებს. თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი ყოველდღიურად ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, აუცილებელია, რომ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img