უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, რუსეთის ტყვეობაში დაახლოებით 1000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეა, რომელთა ნახევარი ქალია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ასევე, ვერეშჩუკის თქმით, უკრაინის ტყვეობაშიც დაახლოებით 700 რუსი ჯარისკაცი იმყოფება და რუსულ მხარესაც ამდენივე უკრაინელი სამხედრო ჰყავს ტყვედ.