29.03.2024
- Advertisement -spot_img

ირმა კვიცარიძე – პანდემიის მესამე ტალღა გამოიწვია ვირუსის ახალმა მუტაციამ…პროცენტულად დაავადებით ახალგაზრდები ჭარბობენ და პროცესიც უფრო მძიმედ მიმდინარეობს

„კორონავირუსის ახალი მუტაციის დროს დაავადება გაცილებით უფრო რთულად მიმდინარეობს ვიდრე პირველ ეტაპზე იყო.  კოვიდ გადატანილებს აქვთ საშიშროება რომ მუტაციის ამ ფორმით თავიდან დაავადდნენ.“ – ამის შესახებ „ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის“ სხივური თერაპიისა და რადიონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი ირმა კვიცარიძე  სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ წერს.

„პანდემიის მესამე ტალღა, გამოწვია კორონა ვირუსის ახალმა მუტაციამ -„ბრიტანული მუტაციის“ სახელწოდებით. რომელსაც ახასიათებს უფრო სწრაფად გავრცელების ტემპი, დაავადების ხანგრძლივობა მეტია ვიდრე პირვანდელი ვისრუსის შემთხვევაში! პროცენტულად დაავადებით ახალგაზრდები ჭარბობენ, მუტაციის ამ ფორმით დაავადება მიმდინარეობს უფრო მძიმედ ვიდრე პირვანდელ შემთხვევაში. კოვიდ გადატანილებს აქვთ საშიშროება, რომ მუტაციის ამ ფორმით თავიდან დაავადდნენ.

რომელი ვაქცინა მოქმედებს?

აქამდე დამტკიცებული ვაქცინების მწარმოებლებმა განაცხადეს რომ მათი ვაქცინა ალბათ ბრიტანულ მუტაციაზეც იმოქმედებს!

„ასტრაზენიკას“ ვაქცინა ეფექტურია ბრიტანული მუტაციის დროს და აქ ისეთი სიტყვები, როგორიცაა ალბათ და სავარაუდოდ არ გამოუყენებიათ!

პირველიად ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული მუტაციები ევროპაში, ტიროლში დაფიქსირდა. ეს რეგიონი უკვე მერამდენედ ჩაკეთეს აღარ ვითვლი. სწორედ, მაშინ გავაჟღერე ექსპერტების მიერ გაკეთებული პროგნოზი მესამე ლოკდაუნის შესახებ. თუმცა ჩემს სამშობლოში ამის მოსმენა არავის არ სურდა.

პანიკის შექმის გამო არ ვწერ ხოლმე, მინდა რომ დროულად მოვემზადოთ და სხვისი შეცდომები ჩვენს გადასარჩენად გამოვიყენოთ!

პ.ს.დღეს ავსტრიაში. 3415 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მიზეზი ბრიტანული მუტაციაა!

აქედან 30 % ახალი ინფექციების, 25 წელს ქვემოთაა!“ – წერს კვიცარიძე “ფეისბუქზე”.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img