20.04.2024
- Advertisement -spot_img

ISFED – არჩევნების წინა პერიოდში გააქტიურდა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტები

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდის გარემოს შეფასებას აქვეყნებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED ).

ISFED-ის ანგარიშის მიხედვით, არჩევნების წინა პერიოდში გააქტიურდა სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტები, განსაკუთრებით, რეგიონებში. ანგარიშის თანახმად, შეიმჩნევა, რომ მნიშვნელოვანი არჩევნების წინ, მმართველი პარტია ცდილობს, დარწმუნდეს ადგილობრივი კადრების ერთგულებასა და საიმედოობაში და შესაბამისად, არასაიმედო, სხვა პოლიტიკურ გუნდში მოაზრებულ კადრებს უშვებს, ან ისინი თავად ტოვებენ თანამდებობებს, ზეწოლის გამო.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ საჯარო სამსახური ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისაგან და კადრების დანიშვნა-გათავისუფლება, პროფესიონალიზმის ნაცვლად, პარტიული ერთგულების ნიშნით ხდება.

„ქართული ოცნება“ პოზიციებს იმაგრებს სახელმწიფო რწმუნებულების დონეზეც, რომელთაც, როგორც წესი, რეგიონში პარტიული დღის წესრიგის რეალიზებაც ევალებათ. მაგალითად, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დაინიშნა.  თანამდებობა დატოვა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, მალხაზ თორიამ, თუმცა მიზეზი არ განუმარტავს. იგი 2020 წლის აგვისტოდან სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი იყო. მიმდინარე წლის 9 თებერვალს კი ყოფილმა პრემიერმა თანამდებობაზე დანიშნა.

გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებისა და პოლიტიკური გეგმების გამჟღავნების შემდეგ, ე.წ. „გახარიას კადრების“ თანამდებობებიდან წასვლის პროცესი დაიწყო, რასაც ტენდენციის სახე ჰქონდა. ისინი წავიდნენ მთავრობის ადმინისტრაციიდან. თანამდებობიდან გადადგნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, პარლამენტარის ძმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და გახარიას მთავრობის რეგიონალური პოლიტიკის სამსახურის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილიც“,- ვკითხულობთ ანგარიშში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img