15.10.2024
- Advertisement -spot_img

ISFED: ხელისუფლების გადაწყვეტილება სამოქალაქო ორგანიზაციის უფლებების შეზღუდვა და დევნაა

სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ ორგანიზაციის დაბლოკვა საარჩევნო სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისგან, სამოქალაქო ორგანიზაციის უფლებების შეზღუდვა და დევნაა.

“”სამართლიანი არჩევნები” ნამდვილად არის ის ორგანიზაცია, რომელიც 27 წლის განმავლობაში მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ. ჩვენ ნამდვილად გაგვაჩნია ის ექსპერტიზა, რომელიც დაეხმარება ჩვენს ქვეყანას საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში. თუმცა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა “სამართლიანი არჩევნები” არ იყოს სამუშაო ჯგუფში, რაც ძალიან სამწუხაროა და ჩვენთვის გაუგებარი და აუხსნელია. მგონია, რომ ეს წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციის უფლების შეზღუდვას და დევნას მისი აზრის გამო, რადგან ჩვენი ორგანიზაცია ხშირად არის კრიტიკული და ალბათ ეს არის მათი გადაწყვეტილების მიზეზი.”

ISFED-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ორგანიზაციის ამოსავალი წერტილი არის, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული სახელმწიფო და საქართველომ გადადგას ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით.

“ცხადია გავაგრძელებთ ამისათვის ბრძოლას, თუმცა ზოგადად პროცესს აზიანებს ის, როდესაც იქმნება სამუშაო ჯგუფი არჩევნებზე და პროფესიული ორგანიზაცია იბლოკება იმის გამო, რომ მას აქვს განსხვავებული მოსაზრება.”

ნინო დოლიძე ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ხელისუფლების არგუმენტი, პოლიტიკური მიკორძოების შესახებ, რადგან “სამართლიანი არჩევნები” არასდროს ყოფილა არცერთ პოლიტიკურ მხარეს.

“ჩვენ ვართ სიმართლიას მხარეს და თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია დაარღვევს კანონმდებლობას ან არჩევნების დროს იკვეთება ხარვეზები ცხადია, ამაზე ვსაუბრობთ.”

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილის აზრით დაუშვებელი და მიუღებელია ასეთი სახის პოლიტიკური დევნა.

“ეს არის ცალსახად პოლიტიკური დევნა მოსაზრების გამო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის და იმ ორგანიზაციის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, იმისათვის, რომ წარმოჩინდეს პრობლემები საარჩევნი სფეროში. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელი იყო “სამართლიანი არჩევნების” მონაწილეობა.”

მმართველმა გუნდმა საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სამართლიანი არჩევნები (ISFED) არ მიიწვია.

ამის მიზეზად ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ ორგანიზაციის “არანეიტრალურობა” დაასახელა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img