24.04.2024
- Advertisement -spot_img

ISFED: „პარტიების საარჩევნო ადმინისტრაციაში შესვლა მანდატზე და პარლამენტში შესვლის საკითხზე არ უნდა იყოს დამოკიდებული“

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება არის ამოსავალი წერტილი საარჩევნო პროცესების წარმართვისა და ნდობისათვის. არ ვეთანხმებით იმას, რომ პარტიების საარჩევნო ადმინისტრაციაში შესვლა მანდატზე და პარლამენტში შესვლის საკითხზე იყოს დამოკიდებული, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ, ჟურნალისტებთან განაცხადა, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

როგორც დოლიძემ განმარტა, პარტიებს ხმას ამომრჩეველი აძლევს და საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრის დანიშვნა სწორედ ამაზე უნდა იყოს დამოკიდებული.

ყველაზე საკვანძო, პრობლემური საკითხი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაა. ვფიქრობთ, რომ ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი, თუ როგორ წარიმართება შემდგომში საარჩევნო პროცესები და როგორი იქნება ნდობა.

“რეკომენდაციების ნაწილზე შეთანხმება არსებობს და პროექტში ასახულია, თუმცა არის საკითხები, რომელზეც სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ არ მომხდარა. ყველაზე საკვანძო, პრობლემური საკითხი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაა. ვფიქრობთ, რომ ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი, თუ როგორ წარიმართება შემდგომში საარჩევნო პროცესები და როგორი იქნება ნდობა. კარგია, რომ წარმოდგენილ ვერსიაში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შერეული სისტემა რჩება და პარტიებს შორის პარიტეტი იქნება, მაგრამ რასაც არ ვეთანხმებით არის ის, რომ პარტიების საარჩევნო ადმინისტრციაში შესვლა მანდატზე და პარლამენტში შესვლაზე უნდა იყოს დამოკიდებული“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნინო დოლიძემ.

რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციებში წევრების პროფესიული ნიშნით დანიშვნის საკითხს, დოლიძის თქმით, პროცესი უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს, რათა მათ მიმართ არსებობს ძალიან მაღალი ნდობა და კონსენსუსი.

როგორც დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მომხრეა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი დაიწყოს და ეს პროცესი იმ ვადებში მოხდეს, როგორც დასავლეთმა, მათ შორის შარლ მიშელმა შესთავაზა მხარეებს.  „მომხრე ვართ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი იყოს და დაიწყოს ეს პროცესი, როგორც დასავლეთმა გვითხრა, მათ შორის შარლ მიშელმა და მხარეებს ორკვირიანი ვადაც მისცა“, –განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

,  

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img