18.01.2025

ISFED – ყველაზე მეტი ანონიმური რეკლამა ოპოზიციის მადისკრედიტირებელ გვერდებზე განთავსდა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) სოციალური მედიის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა.

ანგარიშში აღწერილია ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებზე ფოკუსირებული კამპანიები 13 სექტემბრიდან არჩევნების დღის, 2 ოქტომბრის, ჩათვლით პერიოდში. ანგარიში მოიცავს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების, მუნიციპალიტეტების მერობის, აგრეთვე ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატების აქტივობას. ანგარიშში, ასევე, წარმოდგენილია საჯარო მოხელეების აქტივობა ფეისბუქზე და პოლიტიკური მიზნით მოქმედ ანონიმურ და ღია ფეისბუქგვერდებზე დაკვირვების შედეგები. ფეისბუქთან ერთად, წარმოდგენილია მიგნებები სოციალური მედიის სხვა პლატფორმებზე მიმდინარე კამპანიის შესახებ.

ISFED-ის მიხედვით, 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, სოციალურ მედიაში, ანონიმურ გვერდებზე ყველაზე მეტი – 188 რეკლამა ოპოზიციის მადისკრედიტირებელ გვერდებზე განთავსდა, რომლებზეც 2 520-დან 2 619 აშშ დოლარამდე დაიხარჯა.

გარდა ამისა, ISFED-ის მიხედვით, რეკლამებში ყველაზე მეტი თანხა, დაახლოებით 127 ათასი დოლარი, ქართულმა ოცნებამ გადაიხადა. მას მოსდევს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 68 ათასი დოლარით და ლელო 36 ათასამდე დოლარით.

ასევე, ISFED-ის თანახმად, ანტიოპოზიციურ გვერდებზე გაზიარებულ პოსტებზე ინტერაქცია თითქმის 4-ჯერ მაღალი იყო, ვიდრე ქართული ოცნების წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე გამოქვყენებული პოსტებისა.

ამავე ანგარიშის მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის, წინასაარჩევნოდ ყველაზე აქტიური ანა დოლიძის სოციალური მედიის გვერდი იყო.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img