29.03.2024
- Advertisement -spot_img

ისრაელი საქართველოს მიმართულებით ფრენებს აჩერებს

ისრაელი საქართველოს მიმართულებით ფრენებს აჩერებს. ავიაკომპანიების გადაწყვეტილების – საქართველოს მიმართულებით ფრენები შეაჩერების შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ავიანიუსი“ TAV Georgia-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ისრაელის ავიაკომპანიების მხრიდან აგვისტოში დანიშნული ფრენების უმეტესობა უკვე გაუქმებულია.

ავიარეისების გაუქმების მიზეზი ისრაელის მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციებია, რომლის მიხედვით ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების გამო საქართველო „წითელი“ ქვეყნების ჩამონათვალშია შეყვანილი და ისრაელის მოქალაქეებს რეკომენდაცია ეძლევათ, საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

TAV Georgia-ს ინფორმაციით, ავიაკომპანიებმა Isr Air-მა და Arkia-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აგვისტოში თელ-ავივიდან დაგეგმილი 27 რეგულარული რეისიდან 21 გააუქმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img