23.11.2024

ისრაელი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნას გეგმავს

Haaretz-ის ინფორმაციით, ისრაელი უკრაინაში სამხედრო დახმარების გაგზავნას განიხილავს. გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ისრაელი უკრაინისთვის სამხედრო მიწოდების საკითხზე ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა, სახელმწიფომ თავისი პოლიტიკა შეცვალა.

Haaretz-ი ანონიმურ დიპლომატ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელი შეტევითი იარაღის, ან მოწინავე თავდაცვითი ტექნოლოგიების გაგზავნას არ გეგმავს, მაგრამ ისეთი დახმარების პაკეტის შემუშავებას შეეცდება, რომელიც მოსკოვთან კრიზისის ესკალაციას არ გამოიწვევს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ისრაელი კოლეგა, იაირ ლაფიდი “ანტიისტორიულ განცხადებებში” დაადანაშაულა, რომელიც, მისი თქმით ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ უჭერს ისრაელის მოქმედი მთავრობა ნეონაციუსტ რეჟიმს კიევში მხარს.

ცნობისათვის, რუსეთსა და ისრაელს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კვირას საღამოს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რომელიც იტალიურ ტელეკომპანია Mediaset-ს მისცა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნაცისტური გერმანიის ფიურერს, ადოლფ ჰიტლერს შეადარა და გამოთქვა მოსაზრება, რომ ჰიტლერს, რომლის ხელმძღვანელობითაც 6 მილიონი ებრაელი დახოცეს, „ებრაული სისხლი“ ჰქონდა. ჰიტლერი ლავროვმა ახსენა უკრაინის დენაციფიკაციის კონტექსტში, რასაც, რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, ცდილობს მოსკოვი. უკრაინის პრეზიდენტზე საუბრისას ლავროვმა თქვა: „ის არგუმენტებს იგონებს: როგორი დენაციფიკაცია შეიძლება იყოს მათთან, თუკი ის ებრაელია. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ა. ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი. ეს სრულიად არაფერს არ ნიშნავს. ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე თავგამოდებული ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან“.

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინულ-ებრაული ოჯახიდანაა და არაერთხელ აღუნიშნავს თავისი წარმომავლობა, ამავე დროს ლაპარაკობს ხოლმე ნაციზმის მიმართ თავის შეუწყნარებლობაზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებმა მწვავე კრიტიკა გამოიწვია ისრაელში. საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი ლავროვის ნათქვამს გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს სიტყვები „არა მხოლოდ უპატიებელი და აღმაშფოთებელია – ისინი ასევე საშინელ ისტორიულ შეცდომას წარმოადგენს. ებრაელები საკუთარ თავს არ ანადგურებდნენ ჰოლოკოსტის დროს“. ლაპიდის თქმით, ებრაელების დადანაშაულება ანტისემიტიზმში ესაა „რასიზმის ყველაზე დაბალი დონე“.

“ეს არის უპატიებელი და მიუღებელი კომენტარი, საშინელი ისტორიული შეცდომა და ჩვენ ბოდიშს ველით… ებრაელები ჰოლოკოსტში საკუთარ თავებს არ ხოცავდნენ. ებრაელების წინააღმდეგ რასიზმის ყველაზე მდაბიო ფორმა არის თავად ებრაელების ანტისემიტიზმში დადანაშაულება”. – თქვა იაირ ლაფიდმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img