ღაზას სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, ის შენობა დაიბომბა, რომელშიც საერთაშორისო მედიის ოფისები იყო განთავსებული. BBC-ის ცნობით, საუბარია „ასოშიეთიდ პრესისა“ და „ალ-ჯაზირას“ ოფისებზე.
არსებული ინფორმაციით, მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გახდა ცნობილი, რის გამოც შენობაში მყოფი პირების ევაკუაცია ერთი საათით ადრე განხორციელდა.
ავიაიერიშის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი შენობა, სადაც საცხოვრებელი ბინებიც იყო განთავსებული, ჩამოინგრა.
სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ „ალ-ჯაზირის“ კორესპონდენტი შენობის ნგრევის ამსახველ ვიდეომასალასაც ავრცელებს.