13.06.2021
- Advertisement -

ისრაელის ავიაიერიშის შედეგად, ღაზას სექტორში შენობა დაიბომბა, რომელშიც „ასოშიეთიდ პრესისა“ და „ალ-ჯაზირას“ ოფისები იყო განთავსებული

ღაზას სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, ის შენობა დაიბომბა, რომელშიც საერთაშორისო მედიის ოფისები იყო განთავსებული. BBC-ის ცნობით, საუბარია „ასოშიეთიდ პრესისა“ და „ალ-ჯაზირას“ ოფისებზე.

არსებული ინფორმაციით,  მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გახდა ცნობილი, რის გამოც შენობაში მყოფი პირების ევაკუაცია ერთი საათით ადრე განხორციელდა.

ავიაიერიშის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი შენობა, სადაც საცხოვრებელი ბინებიც იყო განთავსებული, ჩამოინგრა.

სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ „ალ-ჯაზირის“ კორესპონდენტი შენობის ნგრევის ამსახველ ვიდეომასალასაც ავრცელებს.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამავლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის

აშშ საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებაზე მიღწეული შეთანხმების ფასილიტაციაში გაწეული "სასიცოცხლო ძალისხმევისთვის". “ამერიკის შეერთებული...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -