14.06.2021
- Advertisement -

ისრაელს და “ჰამასს” შორის საზავო რეჟიმი ამოქმედდა

21 მაისს, ისრაელს და პალესტინელთა გასამხედროებულ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. მხარეებმა საზავო შეთანხმებას 20 მაისს, საღამოს მიაღწიეს ეგვიპტის შუამავლობით. 11-დღიანი შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

პალესტინური მხარის ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაიღუპა 232 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 100-მდე ბავშვი და ქალი. ისრაელის თანახმად, ღაზის სექტორში დაღუპული სულ მცირე 150 პირი ექსტრემისტული დაჯგუფებების „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ წევრი იყო.

ისრაელის ოფიციალური მონაცემებით კი, ღაზის სექტორიდან სარაკეტო იერიშების შედეგად ისრაელში დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.

ისრაელს და ღაზის სექტორს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში და მხარეებს შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდა. ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ბოლო დღეებში ისრაელს ზავისკენ მოუწოდებდა, გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს. ისრაელს და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმა ევროკავშირიც.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

თავის და ყელის ტკივილი, სურდო – კორონავირუსის შეცვლილი სიმპტომები – Mirror

ლონდონის კინგ კოლეჯის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ COVID-19-ის ახალმა შტამებმა კორონავირუსის პანდემიის საერთო კლინიკური სურათი შეცვალეს. როგორც ექსპერტები ამბობენ: თავის ტკივილი, ყელის...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -