15.10.2024
- Advertisement -spot_img

იტალიაში ძლიერი გვალვის გამო, 5 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იტალიამ, ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვის ფონზე, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილის 5 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, – ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ემილია-რომანიას, ფრიული-ვენეცია-ჯულიას, ლომბარდიის, პიემონტისა და ვენეტოს რეგიონებში.

მინისტრთა საბჭოს მიერ დამტკიცებული ზომა გვალვასთან გასამკლავებლად 36.5 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.

მდინარე პოს ხეობაში, რომელიც აწარმოებს ქვეყნის სურსათის დაახლოებით 40%-ს, მათ შორის ხორბალსა და ბრინჯს, თითქმის ოთხი თვის განმავლობაში ნალექი ძალიან მცირე რაოდენობით მოდის.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img